Готовый перевод Dear Esther / ძვირფასო ესტერ: მთავარი

ძვირფასო ესტერ,ხან და ხან მგონია რომ ეს კუნძული მე გავაჩინე.სადღაც,რომელიღაც გრძედსა და განედს შორის ნაპრალი გაიხსნა და აქ გაჩნდა.როგორც არ უნდა ვცდილობდე,რომ რამეს შევადარო,ის მაინც უნიკალური რჩება.რაღაც საწყისი წერტილი ჩემს ცხოვრებაში,რომელიც ყველა ჰიპოტეზას უარყოფს.ყოველთვის როცა ვბრუნდები,უკან "პურის ნამცეცებს" ვტოვებ,რომელიბიც დროთა განმავლობაში ჩემი უიმედების ნათელ სხივებში გაიფურჩქნებიან

ძვირფასო ესტერ.თოლიები აღარ ბუდობენ აქ,შევამჩნიე რომ ამ წელს ისინი კუნძულს თავს არიდებენ.შეიძლება ეს თევზის შემცირების გამო ხდება ან ჩემი ბრალია.როდესაც აქ ფეხი პირველად დაადგა,დონელი წერდა რომ აქაური ცხვრები ავადმყოფები იყვნენ,მათი მწყემსები კი უმდაბლესი ფენიდან,რომელბიც ჰებრიდის კუნძულებზე ცხოვრობენ.სამასი წლის წინ ისინიც კი წავიდნენ.

ძვირფასო ესტერ.დროის აღქმა დავკარგე და დამავიწყდა ჩემი სტუმრობების რაოდენობა.თავისთავად,გარემო ისეთი ნაცნობი გახდა ჩემთვის,თავს ვაიძულებ რომ აღვიქვა ლანდშაფტის ფორმები,რომელებიც ჩემს წინ იშლება.შემიძლია ბრმად ვიარო კლდის ქიმებზე და არ შემეშინდეს რომ ერთხელაც ნაბიჯი გამომეცლება და ზღვაში გადავვარდები.გარდა ამისა,თუ მაინც გადავვარდები,ყველანაირად ვეცდები რომ თვალები ფართოდ მქონდეს გახელილი

ძვირფასო ესტერ.იმ დილას როცა ზღვამ ნაპირზე გამომრიყა.მივხვდი რომ მარილმა ჩემს ყურებში,ქვიშამ ჩემს პირში და ტალღებმა,რომელბიც მუხლებამდე მწვდებოდნენ,პირი შეკრეს,რამაც გემის ჩაძირვამდე მიგვიყვანა.არაფერი მახსოვს გარდა წყლისა,ქვებისა ჩემს მუცელში და ჩემი ფეხსაცმელებისა რომლებიც იქ ჩათრევით მემუქრებოდნენ,სადაც მხოლოდ ყველაზე ცივი არსებები ბინადრობენ.

დონელიმ მოყვა ლეგენდა განდეგილზე,რომელიც ცდილობდა ეპოვა განმარტოვებული ადგილი თავისი პირველყოფილი სახით.როგორც ჩანს ის აქ დიდი მიწიდან მოვიდა,პატარა უძირო გემით,ისე რომ ყველა ზღვის ცხოველს შესძლებოდა ღამით ამოსვლა და მასთან საუბარი.ალბათ როგორი იმედგაცრუებული იქნებოდა მათი ლაყბობით.ახლო როცა ოკიანე ტანკერებიდან გადმოყრილი ნარჩენების სანაგვედ გადაიქცა.ის სიმშვიდეს მოიპოვებს.ისინი ამბობენ,რომ მან ღუზა კუნძულის სამხრეთ ნაწილში ჩაუშვა,სადაც კლდე გადაიხსნა რომ მისთვის თავშესაფარი მიეცა.ისინი ამბობენ,რომ ას თექვსმეტი წლის წინ გაციებისაგან მოკვდა.მწყემსები გამოქვაბულის პირას საჩუქრებას ტოვებნენ,მაგრამ დონელი წერს,რომ ისინი არასდროს შესულან შიგნით,განდეგილის სანახავად.მეც ვესტუმრე გამოქვაბულს და ჩემი საჩუქრები დავტოვე,მაგრამ როგორც ისინი,არც მე გავმხდარვარ მისი მარტოობის დარღვევის ღირსი.

ხან და ხან ღამით ტანკერების ან ტრალერების სინათლეების დანახვა შეიძლება.ზევიდან.კლდეებინაც სრულიად ჩვეულებრივები ჩანანან,აქედან კი ორაზროვნად გამოიყურებიან.ვერ გადამიწყვეტია ტალღებზე არიან თუ მათ ქვეშ.მაგრამ განსხვავება თითქმის არ არის.რატომ ყველაფერი ერთად არა?არაფერია საკუთარ თავთან კამათზე უკეთესი სანამ ცხოვრების აზრს გავიგებთ.

ადრე ქარის ელექტროსადგურის აგებას აპირებდნენ,შორს ბრბოს სიგიჭისა და მოუთმენლობისაგან.მაგრამ თქვენ რომ ზღვა ზედმეტად ბობოქარი იყო ტურბინებისათვის.ისინა არასდროს მოსულან აქ სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად.პირადად მე მხარს დავუჭერდი ამ აზრს.ტრუბინები მშვენიერი თანამედროვე თავშესაფრები გახდებოდა განდეგილებისათვის.რევოლუცია და ურყევობა.

დედაშენმა მომიყვა,რომ როცა დაიბადე პალატა სიჩუმეში ჩაიძირა.სახის მარცხენა მხარეს დიდი წითელი თანდაყოლილი ლაქა გიფარავდა.არავინ იცოდა რა ეთქვა,ამიტომ შენ ტიროდი რომ ეს სიცარიელე შეგევსო.სულ ვაფასებდი შენს იმ თვისებას,რომ ყოველთვის ტიროდი სადაც კი სიცარიელე იყო.მე სიცარიელების შექმნა დავიწყე,შენი ტალანტი რომ გაგეუმჯობესებინა.თანდაყოლილი ლაქა გახუნებული იყო როცა ექვსის გახდი და თითქმის გამქრალი როცა ერთმანეთს შევხვდით.იმის შემდეგ კი რაც განიკურნე,საერთოდ აღარაფერი დარჩა.

დარწმუნებული ვარ,უცხო თვალით ეს კუნძულებია არაფერია,თუ არა სხვა დროის გადმონაშთი,მძინერე გიგანტები,მთვარეული ღმერთები,რომლებიც უკანასკნელი სიზმრის სანახავად დაწოლილან.ტუჩებიდან ქვიშა ჩამოვირეცხე და ხელები უფრო მოვმუშტე.აკანკალებული ხელებით ჩემს გაცრეცილ დღიურს ვერ შევინარჩუნებ.

საღამოს სუსტ სინათლეზე დონელის ვკითხულობდი.ის კუნძულის სამხრეთ ნაწილში გადმოჯდა.სანაპიროს გაჰყვა და მთაზე ავიდა.მან ვერ იპოვა გამოქვაბულები და ვერც ჩრდილოეთი ნაწილი გამოიკვლია.ამიტომაც ვფიქრობ რომ ბოლომდე ვერ გაიგო ეს კუნძული.ის მთაზე იდგა და გაოცებული ფიქრობდა როგორ ჩამოსულიყო იქიდან.მოკლედ,მას ჩემი მიზეზები არ ჰქონდა

დონელის წიგნი 1974 წლის შემდეგ არავის გამოუტანია ბიბლიოთეკიდან.ამიტომ გადავწყვიტე რომ არც არავინ იდარდებდა მის გაქრობაზე.ქურთუკის ქვეშ წიგნით ვცდილობდი ცნობისმოყვარე თვალებს ავრიდებოდი.როცა თხრობის აზრი დაფარულია,მწერლის სტილიც უფრო ამაღლებულია,ეს ხომ ჟურნალის სტატია არ არის.ალბათ ამიტომ ჩემი ყველაზე შესაფერისი კომპანიონი უკანასკნელ დღეებში მოპარული წიგნი იყო,რომელიც მომაკვდავმა ადამიანმა დაწერა

მთა კუნძულის სიმეტრიის ცენტრს ჰქმნიდა,ისე ზუსტად რომ თითქოს ხელით შეექმნათ.ვატყობ,რომ ადვილად ვებმევი იმ მომაბეზრებელი იდეების ტყვეობაში,რომლებიც გარს მარტყავს.გაჩნდა თუ არა ეს კუნძული შეჯახების დროს,როდესაც ადგილებიდან ამოვვარდით და უსაფრთხოების ქამრები ჩვენს მხრებსა და მკერდს შეასკდნენ.მაშინ თუ გაჩნდა ის წყლის ზედაპირზე?

საოცარი ხედია.მთვარე რომელიც კლდეებსა ქვის წრეს შორის ანათებს.მთაგრეხილის ჩრდილი კი პლიაჟს ეფინება და მთელი მსოფლიო თითქოს შენი ხელმოწერაა,რომელიც ქვიშაზე გაკრული ხელით დაწერე.

როცა ვინმე კვდებოდა ან ისე ავად იყო რომ,ჯერ კიდევ შემორჩენილ იმედის ნაპერწკალსაც კარგავდნენ,ისინი კლდეზე პარალელურ ხაზებს ჭრიდნენ და კლდის ქვეშ ცარცის ფენას აშიშვლებდნენ.სწორი რაკურსის შემთხვევაში მატერიკიდან ან გემიდან ჩანდა ეს ხაზები და შეგეძლო მიგეღო გადაწყევტილები,ან დახმარება გაგეგზავნა ან კი იზოლაციაში მოგექცია კუნძული და მთელი თაობის განმავლობაში გყოლოდა ის,თუ რა ჟამი დახეტიალობდა კლდეებზე მის მსხვერპლთა შორის.ჩემი ხაზები იმისთვისაა რომ ყველა მაშველი შიშში ამყოფოს.ინფექცია ეს მხოლოს სხეულის დაავადება არ არის.

მეცხვარეები ღვთისმოშიში ხალხი იყო.მათ სიყვარული არ ჰქონდათ.დონელი ამბობს რომ ერთადერთი ბიბლია ქონდათ,რომელსაც რიგ–რიგობით ატარებდნენ.ის ჩამოსულმა ბერმა მოიპარა 1776 წელს.ორი წლით ადრე სანამ კუნძულიდან მეცხვარეები წავიდოდნენ.სიმართლე რომ ვთქვათ,მიკვირს როგორ მოახერხეს რომ ბიბლიის თავები და სტროფები ქვებსა და ბალახში გაეცოცხლებინათ და გეოგრაფიისათვის ასეთი რელიგიური მნიშნველობა მიენიჭებინათ.ესეგი მათ მართლაც შეეძლოთ ბიბლიაში სეირნობა და მისი წინააღმდეგობებით გაჯერება

ჩვენ ლოტის ცოლს არ ვგავართ.მე და შენ.ჩვენ უკან მოხედვის სურვილი არ გვავს.არც არაფერი გაგვიკეთებიან,სანახავი რომ იყოს.არანაირი მოხუცი,რომელიც კლდეზე შიშველი ხელებით მიცოცავს.არანაირი ქვიშაზე ასაღებად დატოვებული საჩუქრები ან ბიბლია.არანაირი ქარის ლამუნი სახეზე და თოლიების კივილი.განდეგილის ძველი აღარსად ჩანს,მე მოვიპარე ისინი და კუნძულის სიღრმეში გადავმალე,სადაც ყველა ბილიკი სიბნელეში იკარგება და სადაც შეგვეძლება ერთანეთის სახე უცნაურ ნათებაში დავნახოთ

ციტატა:საუკეთესო ვარიანტი მცირეთაგან.უკვე სამი დღე გავატარე მათ საზოგადოებაში და ვშიშობ,ეს საკმარისია ნიბისმიერი ადამიანისათვის,რომელიც მათ წრეში არ არის.მიუხედავად მათი დამღლელი ციტატებისა წმინდა წერილიდან,ისინი მაინც შიდა კუნძულების ყველაზეღვთისგან დავიწყებული მცხოვრებების შთაბეჭდილებას ტოვებენ.ამ შემთხვევაშიტერმინი - ღვთისგან დავიწყებული ზუსტად მიზანში ხვდება.ციტატის დასასრული.ეს გვიჩვენებს,რომ დონელიმაც იპოვა ისინი ვინც სანაპირო ზოლზე დაძრწიან და მონანიების ყველა შანს გაურბია.საკუთარი თავიც თუ ჩათვალა მათში ნეტავ

ძვირფასო ესტერ.პოლს შევხვდი.მეც გავხდი ცოტა ხნით პილიგრიმი.ჩემი დამასკო პატარა სახლია ვოლვერჰემპტონის შემოგარენში.ჩვენ ყავას ვსვავდით მის სამზარეულოში და ვცდილობდით სალაპარაკო თემა გვეპოვა.თუმცა მან იცოდა რომ არც პატიების სათხოვნად ვიყავი მოსული და არც მიზეზების საძებნელად და არც სამაგიეროს გადასახდელად.მაინც ვერ პოულობდა არდგილს,თითქოს "კაიფში" ყოფილიყოს.ის პასუხისმგებლობამ დააბერა.ისევე როგორც ჩვენ,მანაც უკვე გადააბიჯა სიცოცხლის ყველა ზღვარს.

განზე გავშალე ხელები და კლდე გადიშალა ჩემს წინაზე,რომ ეს მქისე სახლი შეექმნა.მთელი ჩემი ჯღანები ქოხიდან გადმოვიტანე და ვცდილობდი აქ მეცხოვრა.ღამ-ღამობით ციოდა და მოქცევის დროს ზღვა თითქმის შემოსასვლელთან აღწევდა.იმისათვის რომ პიკამდე მიმეღწია,ჯერ ღრმად უნდა ჩავმძვრალიყავი კუნძულის შიგნეულში,სადაც ყველა სიგნალი იბლოკება.მათ მხოლოდ მაშინ ჩავწვდები,როცა მწვერვალზე ვიდგები,ისინი კი,გაურყვნელნი, ჩემში შემოვლენ,

საჩუქრებს თავშესაფრის გარეთ დაგიტოვებდი,რომელიც იმ დროს კლდესა და პლიაჟს შორის იყო.დაგიტოვებდი პურსა და თევზს,მაგრამ თევზის კონსერვები გათავდა და პურიც აღარ მაქვს.უძირო გემით უკან,სამშობლოში წაგიყვანდი,მაგრამ მეშინია ზღვის არსებები ორივეს გაგვაგიჟებენ.

უფრო და უფრო მიჭირს იმ წერტილის პოვნა,სადაც განდეგილი მთავრდება და მე და პოლი ვიწყებით.სველ პლედში გახვეულები ნავის ძირში ჩავჭყუნულვართ,წყლის ჟონვა რომ შევაჩეროთ.კისერი ანძის ყურებისაგან მტკივა.მასთან ერთად ფეთქავს წერტილი ჩემს მუცელში.დარწმუნებული ვარ ახალი ქვის შექმნა დავიწყე,ფიქრებში ის ზუსტად ლოტის ცოლს ემსგავსება,რომელსაც თავი მოუბრუნებია და საოცარი სიმშვიდით გზას გასცქერის.

ეს განდეგილი,ეს ნათელმხილველი ეს ძვლებისა და ძველი პურის ისტორიკოსი.სად გაქრა?რატომ?კითხულობენ ფერმერები,რატომ? კითხულობს იაკობსონი.რატომ წუხდებოდი საერთოდ ხილვებით თუ შენ უბრალოდ ხელები უნდა გაშალო და ნება მისცე კლდეს შენს შემდეგ დაიხუროს და კუნძულის სტომაქში ჩაგბეჭდოს,მუზეუმში რომელიც ყველსათვის დახურულია,გარდა ერთგულებისა.

ეხლაც ამტკიცებს რომ მთვრალი კი არა დაღლილი იყო.არ ვიცი,მე მსჯელობის თავი აღარ მაქვს.აქ რომ მოვედი მთვრალიც ვიყავი და დაღლილიც.თითქმის სიბნელეში კლდის ბილიკს მივუყვებოდი და ყურეში დავბანაკდი,სადაც ტრალერია გამორიყული.მხოლოს გამთენიისას დავინახე რაღაც ქოხი და გადავწყვიტე იქ გავჩერებულიყავი დროებით.ველოდი რომ ანტენა და გადამცემი ჰერმეტულ ყუთში იქნებოდა სადმე მთაზე.მას რაღაც უცნაური მუდმივობის აურა აკრავდა.ისევე როგორც სხვა შენობებს ამ კუნძულზე,ეროზია სულაც არ შეხებია

მცენარეულობა მთლიანად გამოფიტულია.ძნელი წარმოსადგენია რომ ისინი ერთ დროს ცხვრის ფარებს კვებავდნენ,რაზეც ოკუპაციის ნაკვალევები მეტყველებენ.აქ ყველაფერი დაავადებულია.წყალი ზედმეტად მღვრიეა თევზისათვის,ცაში ჰაერი ზედმეტად გაიშვიათებულია ფრინველთათვის.ნიადაგი კი განდეგილებისა და მწყემსების ძვლებითაა სავსე.გამიგია,რომ ადამიანის ფერფლი კარგი სასუქია,რომ იმისგან რაც შენი ბარძაყებისა და გულის ფიცარისაგან არის დარჩენილი,დიდი ტყე გაშენდეს და საკმარისიც დარჩეს იმისათვის რომ ჰაერიც გაიწმინდოს.

მესიზმრა რომ მზის ცენტრში ვიდექი და რადიაცია ჩემს გლს შიგნიდან ბრაწავდა.კბილები დამეფშვნება და ფრჩხილები ჯიბეებში ხურდებიცით ჩამცვივა.ჭამა რომ შემეძლოს,შევჭამდი,მაგრამ ერთადერთი,რისი თავიც მაქვს,ეს ზღვის წყალია.აქ რომ ისევ იყვნენ ცხვრები,გავველურდებოდი და მათით ამოვივსებდი მუცელს.ისე ვარ გამხდარი,როგორც გასაკვეთად გამზადებული გვამი ქირურგიულ მაგიდაზე.ამ კუნძულზე უძილო გულით მოვცურდი,ჩემი ბაქტერიები კი რაღაცას მიმღეროდნენ

დავრწმუნდი,რომ მარტო არ ვარ,იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ეს ჩემი აკვიატებული იდეაა.მაგალითად,საერთოდ არ მახსოვს,სად ვიშოვე ეს სანთლები და რატომ გავანათე ასეთი უცნაური ბილიკი.ალბათ ეს სანთლები იმათთვისა განკუთვნილი,ვინც მე გამომყვება.

ძვირფასო ესტერ.M5-ს იმ მონაკვეთზე,რომელიც ექსეტერსა და ბრისტოლს შორის მდებარეობს უკვე ოცდაერთჯერ გავიარე.მიუხედავად იმისა რომ ყველა რაპორტი და ჩვენება მილიმეტრის სიზუსტით გადავამოწმე სამხედრო ტოპოგრაფიულ რუგაზე,მაინც ვერ ვპოულობ იმ ადგილს.წესით ნიშნები უნდა დარჩენილიყო,სამხილები.ის სადღაც სენდფორდის მოსახვევსა და "Welcome Break-ს" შორის არის.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ვხედავ უკანა სარკეში,იქამდე მაინც ვერ ვაღწევ.

ძვირფასო ესტერ.ეს ჩემი ბოლო წერილი იქნება.კიდე გროვდებიან ჩვენი ცარიალ სახლის კარებთან?ნეტა რაღატომ გიგზავნი?ალბათ იმას წარმოვიდგენ,დაბრუნებული,რომელიც არასდროს მოხდება, როგორ ვახარისხებ მათ და სახლში შენ დამხვდები ტელევიზორთან,მყუდრო გარემოში.ახლა უკვე ოთხი ფუტის სიმაღლეზე იქნება ეს გროვა ასული.ჩემი საკუთარი ზიგურატი,ქაღალდის მონოლითი.ეს წერილები საუკუნეების განმავლობაში გაქვავდებიან და რაღაც გაუგებარ დროის კაპსულად გადაიქცევიან დაკარგულ კუნძულზე.ობანის შტამპელით:ისინი ალბათ უკანასკნელი აღმასვლის დროს უნდა იყვნენ გამოგზავნილები

ძვირფასო ესტერ,ისე უფორმოდ ვგრძნობ,როგორიც ოკიანეა,ისეთივე დაცარიელებულად და მარტოდ როგორიც ყურეა.საერთოდ აღარ მაღელვებს ნაპირზე გამორიყული უცნობი გემები.ჩემი ქვები ეს ძვლები და მოსახერხებელი ღობეა,რომელიც უფსკრულისაგანა მიცავს.გამოქვაბულებით ვარ დაღარული,ჩემი შუბლი მთაა,ანტენა კი სიგნალებს ჩემში გადმოსცემს.გაშიშვლებულ ნერვულ სისტემაზე კიდე ისევ დააბოტებს დონელი და ჩვენ გვტკეპნის.ფანარს წამოგიღებ და ჩემს საფლავის ქვასთან დავტოვებ. იმ გვირაბებში დაგჭირდება,რომლებსაც ქვევით მივყავარ.

სანამ ისინი ზარალს ითვლიდნენ,მე შეშინებულმა აღმოვაჩინე,შეიძლება გაგეღვიძა და ვერ გეცნე.ისე ჩაგიქროლე როგორც პირქუშმა კომეტამ,ჩვენი ისტორია კი კუდად მომყვებოდა.თმები ჯერ არ დაევარცხნათ და არც მაკიაჟი გაეკეთებინათ ახლიდან,შენ ჩემთვის პლიაჟივით იყავი,წინ გადაშლილი გამოკვლევისათვის.შენი გეოგრაფია კი ერთ ამბავს ყვებოდა,მაგრამ ჩალურჯებები და ნაფხაჭნები მათ ქვევით მყოფ გეოლოგიაზე მიანიშნებდნენ.

გემზე საღებავის ყუთების ქვეშ დაჭმუჭნული და დაობებული ტვირთის დეკლარაცია ვიპოვე,იქ წერია,რომ ჩვეულებრივი ტვირთის გარდა,ბორტზე ევროპის ბაზრისათვის განკუთვნილი მჟავიანობის დამწევი იოგურტის დიდი პარტიაც იყო.ეტყობა ზღვამ წაიღო,თორემ ღმერთია მოწმე აქ აღარც თხები არიან და აღარც თოლიები,მათ რომ ეჭამათ

ნავს ნახვრეტი უნდა ქონდეს.აბა საიდან ჩნდებოდნენ განდეგილები?

მხოლოდ ღამით ცოცხლდება აქაურობა,ტივტივისა და ანტენის დანახვაც მაშინ შეიძლება.ვცდილობდი რომ მთელი დღე დამეძინა,ძალები რომ აღმედგინა..უკანაკნელი დღის მოახლოვებას ვგრძნობ,გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.რაღაც უნდა იყოს,რაღაც ახალი და უცნობი,პატარა ჭუჭრუტანა ან ნაპრალი რომელიც ახალ პერსპექტივას შემომთავაზებს,რომელსაც ჩავეჭიდები.ხიდები დავწვი,ნავები ჩავძირე და ვუყურებდი როგორ ქრებოდნენ წყალში.

ტივტივამ მთელი ღამე გამათენებინა.სასოწარკვეთილებამდე მისული ვიჯექი და ვფიქრობდი,ვერასდროს გავხსნიდი ამ კუნძულის საიდუმლოს.ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ციმციმებდა ეს იდიოტური ტივტივა.იმ ყრუ-მუნჯს თავისი რკინის თავით არაფერი შეუძლია,გარდა იმის არომ ყველა ტალღის შემოკვრაზე აციმციმდეს,გათენდება და დაბრმავდება კიდეც.ისე,ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს.

ნეტა მართლა ისეთი პროზაული იყო დონელის ვოიაჟი,როგორც წერდა?როგორი გულდაწყვეტილი იქნებოდა,წმინდანის ძვლები რომ ვერ იპოვა!არ მიკვირს,ადგილობრივებს რომ ვერ იტანდა.მისთვის ისინი ხავსს ჩაჭიდებული მოლუსკები იყვნენ.იცით რატომ ვებღაუჭებით ასე?იმიტომ რომ ოკიანეში,დავიწყებაში არ გადავვარდეთ.

წარმოსახვითი სიგნალი ავტომოპასუხეზე.საბურავები დაშვებულია.ბორბლები თავისუფლად ტრიალებენ,მუხრუჭის სითხე მელანივით მიედინება რუკაზე,ორიენტირებს შლის და სანაპირო ზოლს აუდაბურებს.სადაც შენ გალაქტიკებს ხედავდი,მე მარტო ჩემი ჩემი სიმთვრალის მიერ დატოვებულ ჩალურჯებებს ვამჩნევდი.

ყურეში გამორიყული გემის სახელი არ ვიცი.ჯერ დაშლა ვერ მოასწრო,ეტყობა მხოლოდ რამდენიმე წელია აქ.არ ვიცი დაიღუპა თუ არა ვინმე,არავინ მინახავს.შეიძლება,როცა ვერტმფრენი მათ წასაყვანად მოვიდა,ხმაურმა ფრინველები შეაშინა და გააფრინა.კვერცხებს ჩრდილოეთ ნაპირზე მოვძებნი,მინდა დავრწმუნდე,რომ ისინი მაინც გამოაცოცხლებენ ამ ადგილს.შეიძლება მათ სულაც ჩვენი არსებობა აფრთხობთ

მახსოვს,როგორ დავრბოდი კრომერის ქვიშებზე,იქ გამორიყული გემები არ იყვნენ.მთელ დღეებს იმ ნაგვის დახარისხებას ვანდომებდი,რასაც ტალღები რიყავდნენ ნაპირზე და ყველაზე ღრმა სამალავში კოლექსიიშ შეგროვება დავიწყე.რა უცნაური მუზეუმი იქნებოდა,არა?და მისი კურატორის გვამი?იქნებ ბროლის კუბო ვიპოვო,ვითომ ორივე ფიფქია ვართ.

რატომაა ზღვა ასე წყნარი?თითქოს თავის ზედაპირზე სასიარულოდ მიხმობს.მაგრამ მე ხომ ვიცი,როგორ გალღვება ჩემს ფერხთქვეშ და ქვევით ჩამითრევს.ეს კლდეები საუკუნეების განმავლობაში ირეცხებოდა შტორმების მიერ,ახლა კი,გაძარცვულ-დასახიჩრებულნი ცარიელი ტაძრებივით ჩუმად დგანან.ერთ დღეს მათზე ავძვრები კვერცხებზე და ბუდეებზე სანადიროდ,რომლებიც თოლიებმა მიატოვეს

მე კენჭის გავლა მქონდა,და შენ საავადმყოფოში მესტუმრე.ოპერაციის შემდეგ,ჯერ კიდევ სანახევროდ ანესთეზიის ქვეშ მყოფს,შენი ხმა და კონტურები ბუნდოვნად მახსოვს.ახლა ჩემი ქვები გაიზარდნენ,კუნძულად იქცნენ და გაიქცნენ,შენ კი ლოთის მანქანამ გაგაბუნდოვნა

Переведено на Нотабеноиде
http://notabenoid.org/book/26362/87898

Переводчики: narmonana

Настройки

Готово:

80.00% КП = 1.0

Непереведённые фрагменты будут пропущены.